"მგზავრს პირველადი დახმარება ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაუწია" - რა მოხდა Swiss Air-ის რეისზე? - კვირის პალიტრა

"მგზავრს პირველადი დახმარება ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაუწია" - რა მოხდა Swiss Air-ის რეისზე?

ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა თვითმფრი­ნავ­ში მგზავრს, რო­მე­ლიც შე­უძ­ლოდ გახ­და, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია.

კუ­ლუ­ა­რუ­ლი ის­ტო­რი­ის დე­ტა­ლებ­ზე BILD წერს. გა­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ოთხშა­ბათს ნა­შუ­ა­დღევს Swiss Air-ის რე­ი­სი - LX780 რი­ო­დან ბრი­უ­სელ­ში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც მგზავრს ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, ეკი­პაჟ­მა იკი­თხა, იყო თუ არა ბორტზე ვინ­მე, ვი­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა შე­ეძ­ლო.

“მგზავ­რმა შე­უძ­ლოდ მყოფს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია მა­ნამ, სა­ნამ თვითმფრი­ნა­ვი ბრი­უ­სელ­ში უსაფრ­თხოდ და­ეშ­ვე­ბო­და. შემ­დეგ კი საქ­მეს ექი­მე­ბი შე­უდ­გნენ.

თვითმფრი­ნა­ვის დაშ­ვე­ბის შემ­დეგ პირი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია, შავ­მა მერ­სე­დეს­მა წა­იყ­ვა­ნა და ეს არ იყო ჯილ­დო გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვის­თვის.

პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, იყო ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი,“ - წერს სა­ა­გენ­ტო. გააგრძელეთ კითხვა

"პირველად ის უნივერსიტეტის ეზოში დავინახე, არ ვიცოდი, მასთან როგორ მივსულიყავი" - როგორ გახდა შვიდი შვილის დედა მსოფლიო პოლიტიკოსი