"დავბანაკდებით თსუ-ს ეზოში და გავაგრძელებთ პროტესტს იქამდე, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები" - რას ამბობენ სტუდენტები?!
თსუ-ს სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დაბანაკდებიან და “გააგრძელებენ ლოკალურ პროტესტს იქამდე, არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები”.
როგორც სტუდენტმა, დავით ჩხობაძემ განმარტა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პროტესტის კერა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დავბანაკდებით თსუ-ს ეზოში და გავაგრძელებთ ლოკალურ პროტესტს მანამ, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ქართველი ხალხის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. გეგმაა ყოველდღიური პროტესტი, მოძრაობა, უნდა გამოვფიტოთ ივანიშვილის რეჟიმი და ვაიძულოთ ჩანიშნოს არჩევნები. ჯაბა სამუშიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ ვანდალიზმზე, როდესაც "რობოკოპები" დავინახეთ უნივერსიტეტის ეზოში. ეს შენობა კონტროლირებადი იყო შსს-ს მიერ”,- აღნიშნა თსუ-ს სტუდენტმა, დავით ჩხობაძემ.
თსუ-ს ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილმა კარავი გაშალა.
"ინტერპრესნიუსი"