გარდაიცვალა ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა - რას ამბობს გარდაცვლილის ახლობელი? - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა - რას ამბობს გარდაცვლილის ახლობელი?

საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა.

როგორც მოკლული ქალის, ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა.

ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა.

"საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი დარჩათ, სკოლის მოსწავლეები. სახლში მიაკითხა, ბავშვს ვნახავო, წასვლისას უთქვამს, თუ შეიძლება, გარეთ გამოდი, სალაპარაკო მაქვსო და ქვით სცემა თავში, ისე, რომ დაყვირებაც ვერ მოასწრო. გახეთქილი ჰქონდა თავი. დაშორებულები იყვნენ და შემაკავებელი ორდერიც ყოფილა გაცემული, როგორც ვიცი", - განაცხადა მოკლული ქალის ახლობელმა ambebi.ge-სთან.

"ინტერპრესნიუსი"