სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი? - კვირის პალიტრა

სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?

სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს.

“სადამსჯელო ღონისძიებები [მიმდინარეობს] ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ: საპოლიციო ძალების მიერ ცემები, დაკავებები და 7 წლამდე პატიმრობის მუქარები. ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ!!!” , - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს გოგონას, ლიზი თირქიას ფოტოს, რომელმაც “ფეისბუქში“ დაწერა: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები”.

"ინტერპრესნიუსი"