"ვაცხადებ მშრალ შიმშილობას" - აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე იზოლატორში მშრალ შიმშილობას იწყებს
საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ შიმშილობას იწყებს.
როგორც დევიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იბრძოლოს „რეჟიმის წინააღმდეგ“.
“რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!
რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ.
საქართველო გაიმარჯვებს”, - წერს ისაკო დევიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ისაკო დევიძეს, რომელიც საპროტესტო აქციაზე პოლიციამ დააკავა, საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
"ინტერპრესნიუსი