ოპოზიციური პარტიები 23 ნოემბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ - კვირის პალიტრა

ოპოზიციური პარტიები 23 ნოემბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ

23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიები საზოგადოებას "გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად" აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეთა ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

"ინტერპრესნიუსი"