ოპოზიციური პარტიები 23 ნოემბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ
23 ნოემბერს, 15:00 საათზე, ოპოზიციური პარტიები თსუ-ს პირველ კორპუსთან საერთო აქციას აანონსებენ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიები საზოგადოებას "გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად" აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები და მოქალაქეთა ნაწილი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა.
"ინტერპრესნიუსი"