"რენჯის" ტაქსი მოვიდა... რომ შევატყვე, მდაბალი სულის მქონე ადამიანი იყო, სულ თეთრობით ჩავუთვალე ფული" - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი ტაქსისტებზე
მსახიობი მაკა შალიკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სახალისო ისტორიას იხსენებს:
"ჩემთვის ტაქსით სიარული არის ფუფუნება, იმიტომ რომ მე ვარ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელი. ტაქსის მძღოლებთან ჩემი ურთიერთობა მაქვს. მამაჩემი ტაქსის მძღოლი იყო, საოცრად კეთილი ადამიანი, რომ შეატყობდა.. დაყავდა ყველა. მთავარია მდაბალი, ვაჭრული სული არ უნდა გქონდეს. ჩვენ ვართ მუშათა კლასი, დავდივართ, ვწვალობთ...
ერთხელ შემხვდა ტაქსის მძღოლი "რენჯით", ვკითხე, თქვენ ნამდვილად ტაქსის მძღოლი ხართ? მალაპარაკა ლარზე თუ თეთრებზე და რომ შევატყვე იყო მდაბალი სულის ადამიანი, სულ თეთრობით ჩავუთვალე ფული..." - იხსენებს მსახიობი ისტორიას.