"მე-4 წელიწადია უსამართლოდ მალპობენ ამ გისოსებში, რამდენი სარგებლის მოტანა შემეძლო საქართველოსთვის?!" - კვირის პალიტრა

"მე-4 წელიწადია უსამართლოდ მალპობენ ამ გისოსებში, რამდენი სარგებლის მოტანა შემეძლო საქართველოსთვის?!"

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა:

"პოლონეთის გამოჩენილი პოლიტიკოსი გამოდიოდა და როდესაც მან ჩემი თავისუფლება მოითხოვა, რასაც ბევრი ამ საკითხს გვერდს უვლის ხოლმე, ხალხმა ტაში დაუკრა - ხალხმა იცის, რომ აქ ვარ საერთოდ არაფრის გულისთვის, საერთოდ უდანაშაულო, მე-4 წელიწადია უსამართლოდ მალპობენ ამ გისოსებში, რამდენი სარგებლის მოტანა შემეძლო საქართველოსთვის?!"

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ისე მოქმედებს, როგორც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ რეპრესიულ მექანიზმებს იყენებს.

„ტრამპის წინააღმდეგ ბევრმა პოლიტიზებულმა პროკურორმა და მოსამართლემ საქმეები აღძრა და იქ ამერიკელებმა რეაქცია მოახდინეს, რადგან მის მიმართ ეს ბრძოლა უსამართლოდ ჩათვალეს.

სადამდე უნდა ვიყო გამომწყვდეული ასე უსამართლოდ, ასე არაფრის გამო?

ჩვენ ყველას ისტორიული პასუხისმგებლობა გვაქვს. ივანიშვილი ახლა ისე მოქმედებს, როგორც იანუკოვიჩი. იანუკოვიჩმა ყველაფერი სცადა, მოიპარა არჩევნები, ქვეყანას კურსი შეუცვალა, ყველანაირი ძალა იხმარა მაგრამ ხალხი გამოვიდა, როცა უკვე შემოეცალა ხელში ეს ძალაუფლება და ძალოვანი აპარატი, იძულებული გახდა გაქცეულიყო.

იანუკოვიჩს, იულია ტიმოშენკო, თავისი პოლიტიკური პატიმარი, ციხის საავადმყოფოში ჰყავდა გამომწყვდეული. ივანიშვილი, რომ იძახის რომ იანუკოვიჩი არ ვარო, ერთი-ერთში იმეორებს იანუკოვიჩისა და ასლანის ამბებს. ასლანმაც ასე მოიპარა არჩევნები და ასე იყენებდა რეპრესიულ აპარატს.

ჩვენი ამოცანაა, რომ არ დავიღალოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ახლა დავიღლებით, ხვალ და ზეგ ამას ძალიან მწარედ ვინანებთ, იმიტომ, რომ ქვეყანა აღარ გვექნება.

ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე. მე ჩემი თავი გადავდე და ჩემი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩავაგდე, იმის გამო, რომ ვხედავდი ქვეყანას ვკარგავდით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

IPN