"ქალბატონი 41 წლის არის, მეუღლე - 56-ის..." - 23-წლიანი ლოდინის შემდეგ ზესტაფონელ წყვილს ვაჟი შეეძინა
ზესტაფონში წყვილს 23 წლის ლოდინის შემდეგ ბიჭი შეეძინა. პატარა დაჩი გრძელიძე კლინიკა "ფერომედში" დაიბადა. ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაცია ტელეკომპანია „არგომ" გაავრცელა.
დაჩი გრძელიძის მშობლების ლოდინი დაასრულა. დედამ ბავშვის შეძენამდე ურთულესი გზა გაიარა, თუმცა ამბობს, რომ ეს ბედნიერება ამად ნამდვილად ღირდა. დაჩი მის ცხოვრებას ახლა სრულიად ცვლის:"ეს ყოფილა დიდი ბედნიერება... ბრძოლას ყოველთვის ჰქონია აზრი. ექიმების წყალობით ეს შედეგი გვაქვს და მივიყვანეთ ჩვენი ბრძოლა ბოლომდე“ - აღნიშნავს თეა ბირბიჩაძე.
AMBEBI.GE-ს კოტე ბოჭორიშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კლინიკის ხელმძღვანელი ესაუბრა:
23 წლის უშვილო წყვილი იყო, - ქალბატონი 41 წლის და მეუღლე - 56 - წლის. ჩვენ დავგეგმეთ ორსულობა, გერმანულ-ქართული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკაში, რომლის ხელმძღვანელია ნინო მუსერიძე. მოხდა კვერცხუჯრედის გადატანა. შემდეგ ყველაფერი ბოლომდე მივიყვანეთ, თუმცა ძალიან რთული იყო. ქალბატონს დაეწყო მაღალი წნევები, ამიტომ საკეისრო კვეთა 36 კვირაზე გაკეთდა. მანამე ყველაფერი კარგად მოვამზადეთ, რომ ახალშობილი ჯანმრთელი, ჯანსაღი ყოფილიყო. იხილეთ სრულად