"მე ჩემი ქვეყნის სახე ვარ" - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე ინტერვიუში?
მომღერალი ნუცა ბუზალაძე "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტის კითხვებს პასუხობს და ამბობს, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც მიდის, ჩვენი ქვეყნის სახეა.
საუკეთესო რჩევა, რომელიც მოუციათ...
"მინდოდა ხოლმე კომპლექსების დამალვა, მაგრამ ახლა, რაც მომწონს და რჩევას, რომელსაც ვითვალისწინებ, არის ის, რომ უფრო მეტად გავიხსნა და ვიყო ის ვინც, ვარ და არ მინდოდეს, რომ სხვა ადამიანს მივბაძო.
რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდებს?
ბევრი იმუშაონ საკუთარ თავზე და ყოველთვის მიჰყვნენ თავიან ინსტინქტებს და შინაგანად გულის, რასაც კარნახობთ ის უნდა გააკეთონ, თუ მაგას არ გააკეთებენ, თავს გრძნობ რაღაცნაირად უბედურად. თუ გინდათ რომ ბედნიერი იყოთ, უნდა გააკეთოთ ის, რაც გსურთ,
განსხვავება ცხოვრებასა და არსებობას შორის...
არსებობა არის ის, როცა აკეთებ იმას, რაც არ მოგწონს, მაგრამ აკეთებს იმიტომ, რომ იარსებო და ცხოვრება არის, როცა ყოველ დღე იღვიძებ და ხარ ბედნიერი ცხოვრებით იმიტომ, რომ აკეთებ იმას, რაც შენ ძალიან გიყვარს და შეყვარებული ხარ ცხოვრების ყოველ წამზე.
რისკი და წარმატება
თუ არ გარისკე ცხოვრებაში, სიტკბოს ვერ გაიგებ, არასდროს არ იცი ამ ნაბიჯის შემდეგ, რა იქნება შენს ცხოვრებაში, მაგრამ თუ შენ შეგეშინდება, ამ ნაბიჯის გადადგმის, შეიძლება მთელი ცხოვრება ერთ ადგილას გაატარო, ვერ შეიგრძნო ცხოვრება და მხოლოდ იარსებო, ასე რომ, უნდა გავრისკოთ ყოველთვის,
რა არ მოგწონს ადამიანში?
თუ ადამიანს ღალატი შეუძლია, ასეთ ადამიანთან ვერასდროს ვერ ვიქნები, ყველაზე მეტად ამისიც მეშინია ცხოვრებაში, რომ ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა არ მიღალატონ.
სრული ჭეშმარიტების გაგება, რომ შეგეძლოს, რა კითხვას დასვამდი?
რატომ არის ხანდახან ასეთი უსამართლო ცხოვრება. სულ ვფიქრობ, რომ რატომ არის ამდენი გაჭირვებული ადამიანი. ზოგ ადამიანს ძალიან ბევრი აქვს და არც სხვას არ ეხმარება,
რას ნიშნავს ღმერთი შენთვის?
ღმერთი ჩემთვის არის სიყვარული. მე ვთვლი და ეს ასეც არის, რომ ყველ ადამიანში არის სიყვარული. ყველა ადამიანში არის ღმერთი. მთავარი არის, ამას იპოვი თუ არა და იგრძნობ თუ არა, მე მქონია ეგეთი შემთხვევები, როცა მეტირება, შეიძლება ვიჯდე სახლში და ამ ყველაფერზე ვიფიქრო, ეს მადლი ვიგრძნო და ვიტირო.
რას ნიშნავს საქართველო შენთვის?
ყველა ქვეყანაში, სადაც მივდივარ, მე ჩემი ქვეყნის სახე ვარ. შენ ელჩი ხარ შენი ქვეყნის ყველგან და არასდროს, სადაც არ უნდა წახვიდე, არ უნდა დაივიწყო საიდან მოდიხარ.