„წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ" - დღეს გიორგობაა!
დღეს, 23 ნოემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას - წმინდანის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„წმინდა გიორგი საქართველოს მფარველია, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, ხალხურ მეტყველებაში კი შემორჩენილია 365 წმინდა გიორგის სახელით დალოცვა - წმინდანის სახელზე აშენებული ტაძრებისა და სამლოცველოების აღსანიშნავად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს გიორგობის დღესასწაულს, სიკეთეს, მშვიდობას, კეთილდღეობას გისურვებთ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.