თბილისის საკრებულოსთან ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან
თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოსთან ქალთა მარშის მონაწილეები იკრიბებიან.
მარშის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ჩემოდნები წარწერებით: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”.
მარშის ორგანიზატორების ინფორმაციით, მარში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან დასრულდება.
როგორც “ძლიერი საქართველოს” წევრმა, მედია მეტრეველმა მარშის დაწყებამდე განაცხადა, მსვლელობის დასასრულს, ისინი შემაჯამებელ განცხადებებს გააკეთებენ.
“მსვლელობა იქნება მშვიდობიანი და ამავდროულად, ხმაურიანი. სამგზავრო ჩანთებით ჩვენ მშვიდობიან მარშს ჩავატარებთ ქალაქის ქუჩებში ამაღლების ქუჩის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმართულებით. ამის შემდეგ უკვე იქ სიმბოლური პერფორმანსის ფონზე, აქციის დასასრულისკენ საბოლოო, შემაჯამებელ განცხადებებს გავაკეთებთ”, - განაცხადა მედეა მეტრეველმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, "კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.
"ინტერპრესნიუსი"