“ბიძინა წადი! მე ვრჩები!” - რას სკანდირებენ ქალთა მარშის მონაწილეები? - კვირის პალიტრა

“ბიძინა წადი! მე ვრჩები!” - რას სკანდირებენ ქალთა მარშის მონაწილეები?

ქალთა მარშის მონაწილეები “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ.

მარშის მონაწილეები ადგილზე სიმბოლურად ჩემოდნებს ტოვებენ. ჩემოდნებზე წერია: “ბიძინა წადი! მე ვრჩები!”, “საქართველო, მონატრებული დედის გარეშე”, “არა იძულებით ემიგრაციას”, “ემიგრაცია არჩევანი არ არის”.

ქალთა მარშის მონაწილეები სკანდირებენ: “წადი, წადი”

მანამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ მანიფესტი წაიკითხა და განაცხადა, რომ “ოლიგარქი მიდის და ისინი რჩებიან”.

“ოლიგარქი მიდის და ჩვენ ვრჩებით. რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ჩვენ უფრო დღეგრძელები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ეს ჩანთები ჩვენი არაა, ეს ჩანთები ოლიგარქისაა, ამიტომ ოლიგარქი მიდის, ჩვენ ვრჩებით”, - განაცხადა ეკა დემეტრაძემ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საქართველოდან“, "კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „საქართველოსთვის“.

მსვლელობის მიმდინარეობისას აქციის მონაწილეებს სიგნალებით ამხნევებდნენ ავტომობილების მძღოლების ნაწილიც.

"ინტერპრესნიუსი"