"ლიდერ კრედიტში" შავი პარასკევის კვირეული დაიწყო
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი“ ტრადიციას არ ღალატობს და შავი პარასკევის ფარგლებში, მომხმარებლებს განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს. კონკრეტულად, გაუმჯობესებული პირობები ამოქმედდება ავტო, აგრო-, ბიზნეს-, სამომხმარებლო სესხებზე.
შავ პარასკევთან დაკავშირებით „ლიდერ კრედიტმა“ გადაწყვიტა, მომხმარებლებისთვის აქცია – 27-27 დაებრუნებინა. შეთავაზების ფარგლებში, 27 თვის განმავლობაში ავტოსესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 27% იქნება, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 35.2%-დან დაიწყება. აგრო-, ბიზნეს- ან სამომხმარებლო სესხის „ლიდერ კრედიტში“ პორტირების შემთხვევაში კი, მომხმარებლები ხარჯებს 5%-მდე შეიმცირებენ.
გაითვალისწინეთ, აქცია შეზღუდული დროით – 25 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ასე რომ, არ გაუშვათ შანსი ხელიდან და ისარგებლეთ კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.
„ლიდერ კრედიტი“ 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. დღეს ის 46 ფილიალითაა წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა ავტო ლომბარდი, ოქროს ლომბარდი, ბიზნეს-, აგრო-, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები, ფულადი გზავნილები და კონვერტაცია.
(R)