20 წლის ქალიშვილი და შთამბეჭდავი კარიერა - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მომავალი პირველი დიპლომატი? - კვირის პალიტრა

20 წლის ქალიშვილი და შთამბეჭდავი კარიერა - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მომავალი პირველი დიპლომატი?

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მო­მა­ვალ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა წა­რად­გი­ნა.

მან წარ­დგე­ნი­სას პრე­მი­ერ­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მისი მის­ვლა სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა­სა­ვი­თაა.

"პირ­ველ რიგ­ში, დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნდს იმ ნდო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მე გა­მო­მი­ცხა­დეს. ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­შე მდგა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღეს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­ი­თხოვს გან­სა­კუთ­რე­ბულ გამ­ბე­და­ო­ბას და იმავდრო­უ­ლად, სიფრ­თხი­ლეს. ჩემ­თვის ეს არის ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვუ­ხელ­მძღვა­ნე­ლო სა­გა­რეო მი­მარ­თუ­ლე­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ ვხე­დავთ თუ რამ­ხე­ლა გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­გა­რეო ფაქ­ტო­რე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ზე, ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კა­ზე და პი­რი­ქით, რო­გორ ხდე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა საქ­მე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­გა­რეო არე­ნა­ზე. ჩემ­თვის ეს არის ნამ­დვი­ლად დიდი პა­ტი­ვი, ვიყო ჩვე­ნი ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში უკვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენ­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ნდო­ბა. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა არას­დროს ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი, თუმ­ცა ჩემი მხრი­დან ყო­ვე­ლი დღე და ყო­ვე­ლი წუთი მი­ე­ძღვნე­ბა იმას, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, ჩვე­ნი ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი და­ცუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო არე­ნა­ზე. ერ­თგვა­რად სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა­სა­ვით არის ჩემ­თვის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მის­ვლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ვი­ზარ­დე ამ სა­მი­ნის­ტრო­ში, თუმ­ცა არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვნიშ­ნო ის გა­მოც­დი­ლე­ბა, ძალა და ენერ­გია, რო­მე­ლიც დღეს მე მომ­ყვე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო გუნ­დი­დან, სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან და კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა იმ ნდო­ბის­თვის, რა­საც მე მი­ცხა­დებთ და ახლა უკვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან შე­ვეც­დე­ბი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვიც­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი და ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, ვიყო თქვე­ნი გუნ­დის წევ­რი და ერ­თად გა­ვაგ­რძე­ლოთ ბრძო­ლა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად“, - გა­ნა­ცხა­და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

რა არის ცნო­ბი­ლი ბო­ჭო­რიშ­ვილ­ზე? მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი 1978 წლის 15 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

გა­ნათ­ლე­ბა:

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სპე­ცი­ა­ლო­ბა სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბასა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მია, სპე­ცი­ა­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი/დიპ­ლო­მა­ტიასა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა:

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მარ­თლებ­რი­ვი დე­პარ­ტა­მენ­ტის სტა­ჟი­ო­რი, ატა­შე, II მდი­ვა­ნი (1999-2004)სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მი­ის ლექ­ტო­რი (2002-2005)სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო ბელ­გი­ის სა­მე­ფო­ში და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში, II მდი­ვა­ნი (2005-2009)

გააგრძელეთ კითხვა