დარჩებიან თუ არა პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე? - მამუკა მდინარაძის განმარტება - კვირის პალიტრა

დარჩებიან თუ არა პარლამენტში ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე? - მამუკა მდინარაძის განმარტება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.

მისი თქმით, ისინი სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია თუმცა პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ.

„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"