სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა - მათ შორის ერთი ქალია
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალი მსჯავრდებულია.
„2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"