სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა - მათ შორის ერთი ქალია - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა - მათ შორის ერთი ქალია

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალი მსჯავრდებულია.

„2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"