"მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი" - კვირის პალიტრა

"მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი"

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ მისი სადეპუტატო მანდატი შეაჩერონ.

როგორც ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ამ საკითხზე კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ სხვა ოპოზიციონერებიც იმავეს გააკეთებენ.

„პირადად მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. მე ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ მექნება. ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ, მე აქ ვარ და აქედან მოგმართავთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"