"დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი - კვირის პალიტრა

"დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობას ცდილობს" - რას აცხადებს სერგეი ლავროვი

კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების პროვოცირებას ახდენს და საქართველოში ფერადი რევოლუციის გაჩაღებას ცდილობს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დსთ-ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სააგენტოებისა და სადაზვერვო სამსახურების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კოლექტიური დასავლეთი შიდა კონფლიქტების, დაძაბულობის კერების პროვოცირებას ახდენს, არ ეთაკილება სხვადასხვა ბინძური გეოპოლიტიკური ტექნოლოგიები - ფართომასშტაბიანი საინფორმაციო ომების მოწყობიდან დაწყებული ფერადი რევოლუციების პირდაპირი გაჩაღებით დამთავრებული, როგორც ამას ახლა საქართველოში ცდილობენ“, - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, იმავე შეხვედრაზე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ თბილისი ფერადი რევოლუციის მორიგი მცდელობის, ანუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის წინაშე დგას და იმედი აქვს, რომ დასავლეთის ეს მცდელობა ჩაიშლება.