"სუფრაზე ახალგაზრდებს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც ქუჩაში გაგრძელებდა" - კონფლიქტით დასრულებული ქორწილი ბოლნისში - დაჭრილია 10-მდე ადამიანი
24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში, ჩვენი ინფორმაციით, 10-მდე ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი ქორწილში დაიწყო და შემდეგ ქუჩაში გაგრძელდა, რაც სისხლისღვრით დასრულდა. მერის წარმომადგენელი სოფელ მუშევანში, რობიზონ სელიმაშვილი მომხდარს ადასტურებს.
"სოფელ მუშევანში არის საქორწინო დარბაზი და იქ ჩატარდა ქორწილი. გოგო და ბიჭი, რომელმაც იქორწინეს, სოფელ მუშევანში ცხოვრობენ. სუფრაზე, როგორც ჩანს, ახალგაზრდებს შორის მოხდა შელაპარაკება, რაც ქუჩაში გაგრძელებდა. კერძოდ, სოფლის ბოლოში წასულან და იქ მომხდარა ჩხუბი, შედეგად, რამდენიმე ადამიანია დაჭრილი, მათგან ოთხი სოფელ დარვაზიდან არის, დანარჩენები, ჩემი ინფორმაციით, მუშევანიდან არიან. გააგრძელეთ კითხვა