"ანდრია ძა­ლი­ან წუხ­და, რომ ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დი... ჩუ­მად მა­ღა­ზი­ა­ში გა­დი­ო­და და შო­კო­ლა­დი მოჰ­ქონ­და" - ვინ არის მუსიკოსი, რომლის სიმღერებ - კვირის პალიტრა

"ანდრია ძა­ლი­ან წუხ­და, რომ ღა­მე­ებს ვა­თე­ნებ­დი... ჩუ­მად მა­ღა­ზი­ა­ში გა­დი­ო­და და შო­კო­ლა­დი მოჰ­ქონ­და" - ვინ არის მუსიკოსი, რომლის სიმღერებმაც საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს რეკორდული რაოდენობის გამარჯვება მოუპოვა

"სა­ბავ­შვო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს, - ეტყო­ბა, ამ­დენ­მა წარ­მა­ტე­ბამ ასე გან­მა­წყო. დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბით მი­ვი­ღე და ალ­ბათ ეს გან­სა­ზღვრავს იმას, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში და ქვეყ­ნის­თვის ნი­ჭი­ერ ხალ­ხთან ერ­თად რა­ღაც შე­მიძ­ლია გა­ვა­კე­თო,“ - გვე­უბ­ნე­ბა მუ­სი­კო­სი გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე.

ქარ­თულ პოპ­მუ­სი­კა­ში მისი შექ­მნი­ლი არა­ერ­თი ნა­მუ­შე­ვა­რი ჰი­ტია, მაგ­რამ გი­გას ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვა მა­ინც სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლია.

მო­რიგ წარ­მა­ტე­ბას სულ ახ­ლა­ხან, სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია 2024"-ზე მი­აღ­წია. ან­დრია ფუტ­კა­რა­ძემ მისი სიმ­ღე­რა "To My Mom" წარ­მო­ად­გი­ნა, რი­თაც ამ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლომ მე­ო­თხედ გა­ი­მარ­ჯვა. მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა კონ­კურ­სის რე­კორდსმე­ნია.

andria-futkaradze111-47084-1732618601.jpg

- გიგა, რო­გორ ჩა­ერ­თეთ ამ­ჯე­რად "ევ­რო­ვი­ზია 2024“-ში?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" არა­ერ­თი პრო­ექ­ტზე მი­მუ­შა­ვია, თუმ­ცა ყვე­ლა ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლია-მეთ­ქი, - ასე არ არის, მა­გა­ლი­თად, შარ­შან არ მი­მუ­შა­ვია. წელს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ისევ მი­ვი­ღე და დავ­თან­ხმდი. ან­დრია ფუტ­კა­რა­ძე რომ მაჩ­ვე­ნეს, მივ­ხვდი, რა სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვია. ორ წუთ­ში მომ­ხიბ­ლა არა მარ­ტო მის­მა ნი­ჭი­ე­რე­ბამ, ეს არას­დროს მიკ­ვირს, რად­გან ჩვენს ხელ­ში უამ­რავ სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვს გა­უვ­ლია, არა­მედ იმა­ნაც, რომ ან­დრია პი­როვ­ნუ­ლად სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, გა­მორ­ჩე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს და ეს მა­შინ­ვე გა­მო­ავ­ლი­ნა. შემ­დეგ კი მუ­შა­ო­ბა­ში ინ­სპი­რა­ცი­ე­ბი თა­ვის­თა­ვად წა­მო­ვი­და.

giga-kuxianidze-46882-1732618601.jpg

თა­ვი­დან მის­თვის სულ სხვა სიმ­ღე­რა დავ­წე­რე, რო­მე­ლიც მთელ ჯგუფს მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ მერე მივ­ხვდი, იმ სიმ­ღე­რით ან­დრია თავს სცე­ნა­ზე სა­თა­ნა­დოდ ვერ წა­რად­გენ­და. გააგრძელეთ კითხვა