"მე მინდა, დავეხმარო ქართველებს, რომ შეინარჩუნონ ევროპული მომავალი" - რას აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა? - კვირის პალიტრა

"მე მინდა, დავეხმარო ქართველებს, რომ შეინარჩუნონ ევროპული მომავალი" - რას აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა?

რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან , - ამის შესახებ ევროპრლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივანიჭოთ მათ ეს ფუფუნება“.

„მე აქ ვიმყოფები არა მხოლოდ როგორც საქართველოს მეგობარი ამ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წევრიც და ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენლებს, გვინახავს არაერთი მანიპულაციის მეთოდი არჩევნებში. რა თქმა უნდა, თქვენ გინახავთ ეუთოს, ევროკავშირის ანგარიშები და იცით, რომ ჩვენი აზრით, ეს არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად.

ჩვენ ასევე ვნახეთ, რა ხდებოდა, სანამ ჩატარდებოდა არჩევნები. ტყუილები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე, რუსეთის მთავრობის მიერ, რათა მოეტყუებინათ ქართველი მოქალაქეები. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი მოქალაქეები ძირითადად პროდასავლურად და პროევროპულად არიან განწყობილი, თუმცა ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ ევროკავშირისათვის ხმის მიცემა, ავტომატურად ნიშნავს „გლობალური ომის პარტიისათვის“ ხმის მიცემას. ჩვენთვის შეიძლება, ეს ძალიან სულელურად ჟღერდეს, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ ამის და ეს ინფორმაცია ვრცელდება ადამიანების მიერ, რომლებიც აღვნიშნეთ. მაგალითად, ბატონი კობახიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელიც ამ შეთქმულების თეორიის ავტორია.

მე მინდა, დავეხმარო ქართველებს, რომ შეინარჩუნონ ევროპული მომავალი. რას ვაკეთებთ ჩვენ, როგორც ევროპელი პოლიტიკოსები და ევროკავშირის საქართველოსათვის და რისი გაკეთება შეგვიძლია ამ გზაზე?“, - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ, რომლის განცხადების თარგმანიც "მთავარ არხს" ეკუთვნის.

"ინტერპრესნიუსი"