"გაჩუმებაც არ შემიძლია" - პეტრე კოლხი ვიდეომიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"გაჩუმებაც არ შემიძლია" - პეტრე კოლხი ვიდეომიმართვას ავრცელებს

პეტრე კოლხი ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან გარკვეული ავტორების და ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს:

მეგობრებო, მოგესალმებით ეროვნული გამოცდების პროგრამასთან დაკავშირებით, რომელშიც აუცილებლად შევა ცვლილებები. ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა, მართალია, ამ საუბრებს დიდად შედეგის გამოღება არ შეუძლია და არც არაფერი შეიცვლება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ საკუთარი თავის სინდისისა და ჩემი ღირსეული წინაპრების სულის წინაშე ვიქნები პირნათელი და მართალი, ვინაიდან გაჩუმებაც არ შემიძლია და როგორც ისტორიის პედაგოგმა, როგორც ყოფილმა პედაგოგმა და როგორც მოქმედმა ისტორიკოსმა და ფილოლოგმა, ჩემი პოზიცია მინდა დავაფიქსირო, ბუნებრივია, პირველ რიგში იმ ხალხის მისამართით ვთქვა, ვისაც სწამს, რომ ჩვენ გვყავს ეროვნული ხელისუფლება, პატრიოტული ხელისუფლება, ძალიან მორწმუნე ხელისუფლება და მართლმადიდებელი ხელისუფლება, ეს არასდროს მათი მოსვლის დღიდან არ მჯეროდა და არა მწამდა, მაგრამ რაღაც ნაწილს ხომ სწამდა და დღემდე სჯერა, არიან, რომლებიც ფულის გამო, შემოსავლებისა და სამსახურის გამო უარს ვერ ამბობენ "ქართულ ოცნებაზე", მაგრამ ბევრია ისეთი, ვისაც იდეურად სჯერა, რომ "ქართული ოცნება" არის ეროვნული ხელისუფლება და იბრძვის საქართველოს შენარჩუნებისთვის, გაძლიერებისთვის, იბრძვის სიწმინდის დასაცავად ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ძალიან მალე დადგება დღის წესრიგში, რომ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოდან ამოღებული იქნება ისეთი კონკრეტული თემები, როგორიც არის 1924 წლის აჯანყება, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ღვაწლი, ზოგადად ეროვნული მოძრაოძა ცარისტული კოლონიის პოლიტიკის წინააღმდეგ" - ამბობს ვრცელ ვიდეოში პეტრე კოლხი.

ინფორმაციისთვის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­მი­ნის­ტრო ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პროგ­რა­მი­დან კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ამო­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გაავრცელა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მა და­ე­ფუძნა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მხო­ლოდ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას.

მა­თი­ვე თქმით, თუ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 2025 წლის სა­გა­მოც­დო პროგ­რა­მის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში არ არის, არ ნიშ­ნავს იმას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლებ­ში აღარ ის­წავ­ლე­ბა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის პროგ­რა­მი­დან კონ­კრე­ტუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ამო­ღე­ბას ­ეხ­მა­უ­რება