ვინ არის უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი? - კვირის პალიტრა

ვინ არის უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი?

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ინტერპრესნიუსს” დაუდასტურა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ლეკიაშვილი გასული წლის მაისში, ბახმუტის დაბომბვის დროს დაიჭრა. ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.

"ინტერპრესნიუსი"