რამდენით გაიზრდება პენსია - რა წერია პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში? - კვირის პალიტრა

რამდენით გაიზრდება პენსია - რა წერია პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში?

ასაკობრივი პენსია მომავალ წელს დაგეგმილზე მეტად გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც პროგრამაშია აღნიშნული, 1 იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პენსიონერებს, პროგრამის თანახმად, 1-ლი იანვრიდან, 70 წლისა და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება, ხოლო 70 წლამდე პირთა პენსია მიაღწევს 420 ლარს.

„ამასთან, მომავალი წლების განმავლობაში დაგეგმილია ინდექსაციის მიღმა, ეკონომიკური ზრდის შესაბამისად, პენსიის დამატებით გაზრდა და საპენსიო სისტემაში ინოვაციური მიდგომების დანერგვა, რათა სოციალურმა სისტემამ უფრო ეფექტიანად უპასუხოს სოციალურ გამოწვევებს. იხილეთ სრულად