ბახმუტის ქართველი მსხვერპლი - უკრაინაში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც საფრანგეთში მკურნალობდა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბახმუტის ქართველი მსხვერპლი - უკრაინაში დაჭრილი ქართველი ჯარისკაცი, რომელიც საფრანგეთში მკურნალობდა, გარდაიცვალა

უკრაინაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი სპარტაკ ლეკიაშვილი, რომელიც მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადიოდა, გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ცხედრის გადმოსვენების პროცედურები მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ლეკიაშვილი გასული წლის მაისში, ბახმუტის დაბომბვის დროს დაიჭრა. ის მკურნალობას ჯერ უკრაინაში, შემდეგ საქართველოში, ბოლოს კი საფრანგეთში გადიოდა.

"ინტერპრესნიუსი"