04:00 საათზე ცეცხლი შეწყდა - რა შეთანხმებას მიაღწიეს ისრაელმა და "ჰესბოლამ" - კვირის პალიტრა

04:00 საათზე ცეცხლი შეწყდა - რა შეთანხმებას მიაღწიეს ისრაელმა და "ჰესბოლამ"

ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, ადგილობრივი დროით 04:00 საათიდან ძალაში შევიდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს 60-დღიან გარდამავალ პერიოდს, რომლის დროსაც ისრაელის თავდაცვის ძალები სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს გაიყვანს, ლიბანის არმია მდინარე ლიტანის სამხრეთით დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს განათავსებს, „ჰეზბოლას“ ძალები დატოვებენ სამხრეთ ლიბანს და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურა მოიშლება.

შეგახსენებთ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში. მისი განმარტებით, ისრაელი ინარჩუნებს სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას და თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დაესხმება.

"ინტერპრესნიუსი"