როგორ ეხმაურება თინა ხიდაშელი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება თინა ხიდაშელი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას

“სამოქალაქო იდეის” ლიდერი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება:

"იმან რაღა ქნას, დიპლომიანები, განათლებულები და მედასავლეთეები რომ შეარჩია იმათ ფიქრი დაიწყეს, აზრები გაუჩნდათ, ზებრობაზე უარი თქვეს და საკუთარი პრინციპების და ღირებულებების ერთგულები დარჩნენ.

შესაბამისად მასთან დამშვიდობება მოუწიათ.ხოდა ისწავლა გაკვეთილი და პირდაპირ რუსი ზებრა შემოგვთავაზა!" - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.