მიხეილ ყაველაშვილის ქონება - ავტოფარეხი თბილისში და მოკრძალებული თანხა ბანკში - კვირის პალიტრა

მიხეილ ყაველაშვილის ქონება - ავტოფარეხი თბილისში და მოკრძალებული თანხა ბანკში

„ქართული ოცნებამ“ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა რა ქონებას ფლობს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი.

როგორც მიხეილ ყაველაშვილის ბოლო, 2024 წლის აპრილში რედაქტირებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, მის საკუთრებშია მხოლოდ დედაქალაქში მდებარე ავტოფარეხი, რომლის ღირებულება 22 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში ყაველაშვილს „თიბისი ბანკის" ანგარიშზე 1 121 ლარი და 205 ევრო ჰქონდა.განაგრძე კითხვა

წაიკითხეთ ასევე: ბაგრატიონების სიძის გზა ფეხბურთიდან პრეზიდენტობის კანდიდატობამდე დეპუტატობის გავლით - რა ვიცით მიხეილ ყაველაშვილზე