ბაგრატიონების სიძის გზა ფეხბურთიდან პრეზიდენტობის კანდიდატობამდე დეპუტატობის გავლით - რა ვიცით მიხეილ ყაველაშვილზე - კვირის პალიტრა

ბაგრატიონების სიძის გზა ფეხბურთიდან პრეზიდენტობის კანდიდატობამდე დეპუტატობის გავლით - რა ვიცით მიხეილ ყაველაშვილზე

"ხალ­ხის ძა­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტია.

ის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პარ­ტი­ა­ში გა­მარ­თულ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე წა­რად­გი­ნა

yavela-1732692759.png

რა თქვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა წარ­დგე­ნი­სას?

"პა­ტი­ოს­ნე­ბა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, პატ­რი­ო­ტიზ­მი და პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა არის ის თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­მო­არ­ჩევს. ის, თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით, თუ გნე­ბავთ, ჰა­ბი­ტუ­სი­თაც, არის ქარ­თვე­ლი კა­ცის სა­უ­კე­თე­სო გან­სა­ხი­ე­რე­ბა. ის არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­უღ­ლე და ოთხი შვი­ლის მამა... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი სრუ­ლად და­უბ­რუ­ნებს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს დრო­ე­ბით წარ­თმე­ულ ღირ­სე­ბას“.

yavela11111-44672-1732698558.jpg

რა თქვა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა?

"უპირ­ვე­ლე­სად და­ვი­წყებ მად­ლო­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, ჩვენ­თვის სა­ა­მა­ყო და გა­მორ­ჩე­ულ პი­როვ­ნე­ბას. ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ­დი, რომ მე ამა­ყი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, ასეთ რთულ ეპო­ქა­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის დაც­ვა ამ ადა­მი­ან­თან ერ­თად რომ მი­წევს. დიდი მად­ლო­ბა, რომ ეს ნდო­ბა მო­მა­ნი­ჭა. ასე­ვე, მად­ლო­ბა ჩემს თა­ნა­მებ­რძო­ლებს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თი­თო­ე­ულ წევ­რს ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თვის. რა თქმა უნდა, გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს, რა­ო­დენ დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა მი­თუ­მე­ტეს იმ ფონ­ზე, რომ მოქ­მედ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შე­უ­რა­ცხყო და უგუ­ლე­ბელ­ყო ჩვე­ნი მთა­ვა­რი დო­კუ­მენ­ტი - სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია და დღე­საც აგ­რძე­ლებს მის დარ­ღვე­ვას“, - თქვა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

coliiii11111-47182-1732774629.jpg
თა­მარ და ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბი

მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი 1971 წლის 22 ივ­ლისს ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და, სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა 1990 წლი­დან იწყე­ბა მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 46 მატ­ჩი. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: რომელი ცნობილი ქართველი ვარსკვლავის სიძეა მიხეილ ყაველაშვილი?