"საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში - ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - კვირის პალიტრა

"საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში - ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

საქართველო შევიდა სახელმწიფოებრიობის განადგურების დასკვნით სტადიაში, - ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.

როგორც სააკაშვილი „ფეისბუქის გვერდზე წერს, ამის მიზანი ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითებაა.

„უკანასკნელი მსგავსი შემთხვევა მოხდა რომის იმპერიაში, როდესაც კალიგულამ თავისი ცხენი დანიშნა სენატში. ამის მიზანია ქართველი ხალხის თვითშეფასების მაქსიმალურად დაქვეითება“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტს პირველად, არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.