რატომ დაჭრეს ხაშურში 18 წლის ბიჭი?
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 18 წლის ბიჭი დაჭრეს. ინფორმაციას გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა. "ცივი იარაღით არის დაჭრილი, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა როგორც ვიცით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნაკვეთის გამოო, ასე ამბობენ სოფელში. იგივე მიზეზით კონფლიქტები ამ სოფელში ხშირია" - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.