"სიმპათიური მიშა, ნუ დაგადგებათ ყელზე.... შეისუნთქეთ ღიპები, მოუშვით დიაფრაგმა და მწყობრით ისუნთქეთ..." - რას წერს ლალი მოროშკინა მიხეილ ყაველაშვილზე?
"ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას, სოციალურ ქსელში ეხმაურება პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა:
"დავაკვირდი: ვითომ ჩვენიანების მხრიდან ყაველაშვილს ვინც აკრიტიკებს, ან თავად ახრჩობს ამბიციები, ან საერთოდ "არამკითხეა". დაოკდით! პატრიოტი, ჯანსაღი, ძლიერი, მეოჯახე და ბოლოს და ბოლოს ძალიან სიმპათიური მიშა, ნუ დაგადგებათ ყელზე. შეისუნთქეთ ღიპები, მოუშვით დიაფრაგმა და მწყობრით ისუნთქეთ..." - წერს ლალი მოროშკინა.