"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ცდი­ლობ­და სხვებს დახ­მა­რე­ბო­და ... ერ­თმა დღემ და სამ­ჯერ გა­ჩე­რე­ბულ­მა გულ­მა, მთლი­ა­ნად ამო­ა­ყი­რა­ვა მისი და ჩვე­ნი გეგ­მე­ბი" - ჟურ­ნა­ლისტ ლაშა ზარ­გი­ნა­ვას საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ცდი­ლობ­და სხვებს დახ­მა­რე­ბო­და ... ერ­თმა დღემ და სამ­ჯერ გა­ჩე­რე­ბულ­მა გულ­მა, მთლი­ა­ნად ამო­ა­ყი­რა­ვა მისი და ჩვე­ნი გეგ­მე­ბი" - ჟურ­ნა­ლისტ ლაშა ზარ­გი­ნა­ვას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჩვენს კო­ლე­გას, ჟურ­ნა­ლისტ ლაშა ზარ­გი­ნა­ვას გუ­ლის ურ­თუ­ლე­სი პრობ­ლე­მე­ბის და­საძ­ლე­ვად დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. რო­გო­რი მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ მას 16 ნო­ემ­ბერს გული სამ­ჯერ გა­უ­ჩერ­და, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა მო­ხერ­ხდა. ლა­შას შემ­დგო­მი, ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ფი­ნან­სე­ბია სა­ჭი­რო.

"მე­გობ­რე­ბო, ვინც ლა­შას იც­ნობთ, ისიც იცით, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა, ცდი­ლობ­და სხვებს დახ­მა­რე­ბო­და. მი­ნი­მა­ლუ­რით მა­ინც შე­ხი­დე­ბო­და ოჯა­ხებს, რომ­ლებ­საც ცი­ო­და. ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც წა­მა­ლი სჭირ­დე­ბო­და. ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სწავ­ლის პი­რო­ბე­ბი არ ჰქონ­და... თუმ­ცა, ეს პოს­ტი ლა­შას ღირ­სე­ბებ­ზე არ არის, მას, ისე­დაც ყვე­ლა­ნი კარ­გად იც­ნობთ.

16 ნო­ემ­ბერს, ლა­შას ცხოვ­რე­ბა­ში, ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. ერ­თმა დღემ და სამ­ჯერ გა­ჩე­რე­ბულ­მა გულ­მა, მთლი­ა­ნად ამო­ა­ყი­რა­ვა მისი და ჩვე­ნი გეგ­მე­ბი.

ფო­თე­ლი და ზუგ­დი­დე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ექი­მე­ბის წყა­ლო­ბით, ლაშა გა­დარ­ჩა, თუმ­ცა ეს და­სა­წყი­სია მისი შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის.

გვინ­და, ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბით, მან შეძ­ლოს და შემ­დგო­მი კონ­ტრო­ლი­სა და კვლე­ვე­ბის ეტა­პი, გა­ი­ა­როს ევ­რო­პის ან თურ­ქე­თის შე­სა­ბა­მის კლი­ნი­კა­ში. გავ­დი­ვართ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, კარ­დი­ო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­მე­ლია სა­უ­კე­თე­სო და ამის მი­ხედ­ვით მი­ვი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

და­სა­ფა­რია, ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ხარ­ჯე­ბიც.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი, ძა­ლი­ან დიდ ხარ­ჯებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რა­საც მარ­ტო ვერ გავ­წვდე­ბით, ამი­ტო­მაც, ვი­საც გაქვთ სურ­ვი­ლი ჩა­ერ­თოთ ლა­შას სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის პრო­ცეს­ში, გთხოვთ, შე­მოგ­ვი­ერ­თდეთ". - წერს ლა­შას ახ­ლო­ბე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ვაქ­ვეყ­ნებთ ან­გა­რი­შის ნომ­რებს, რო­მელ­ზეც შეძ­ლებთ ლა­შას დახ­მა­რე­ბას:სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE42BG0000000173971300

თი­ბი­სი ბან­კი: GE02TB7809845063600011

ლი­ბერ­თი ბან­კი: GE29LB0711147608898000

მიმ­ღე­ბი ლაშა ზარ­გი­ნა­ვა