"პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება" - რას წერს ნინო ნადირაძე - კუზიანოვა მიხეილ ყაველაშვილზე? - კვირის პალიტრა

"პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება" - რას წერს ნინო ნადირაძე - კუზიანოვა მიხეილ ყაველაშვილზე?

კლი­ნი­კა "ვი­ვა­მე­დის" დი­რექ­ტო­რი, გა­და­ცე­მა "პრა­იმ­შო­უს" წამ­ყვა­ნი ნინო ნა­დი­რა­ძე-კუ­ზა­ნო­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად წარ­დგე­ნის თე­მას.

ამ­ბობს, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, კან­დი­დატ­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ უკ­ვირს:

"1. სა­ერ­თოდ არ ვემ­ხრო­ბი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის იდე­ას, რუ­სუ­ლი მო­დე­ლია, ვემ­ხრო­ბი და­სავ­ლურს, სა­დაც სკო­ლა­ში ყვე­ლა სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბით და და­ხა­სი­ა­თე­ბით აგ­რძე­ლებ სწავ­ლას ამა თუ იმ უნი­ვერსიტეტში.

2. ასე­ვე არ მომ­წონს პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი, გა­სა­უქ­მე­ბე­ლია, ად­რეც დავ­წე­რე, რაც შე­ე­ხე­ბა კან­დი­დატს, დიპ­ლო­მე­ბი ოხ­რა­დაა, ერ­თგუ­ლე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად არ "იშო­ვე­ბა", ამი­ტომ არ გამ­კვირ­ვე­ბია ეს არ­ჩე­ვა­ნი" - წერს კუ­ზა­ნო­ვა.

ცნო­ბის­თვის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად "ხალ­ხის ძა­ლის“ ლი­დე­რი, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი წა­რად­გი­ნა.