"პრეზიდენტის ინსტიტუტი გასაუქმებელია, დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება" - რას წერს ნინო ნადირაძე - კუზიანოვა მიხეილ ყაველაშვილზე?
კლინიკა "ვივამედის" დირექტორი, გადაცემა "პრაიმშოუს" წამყვანი ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში ეხმაურება მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენის თემას.
ამბობს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, კანდიდატთან დაკავშირებით, არ უკვირს:
"1. საერთოდ არ ვემხრობი ეროვნული გამოცდების იდეას, რუსული მოდელია, ვემხრობი დასავლურს, სადაც სკოლაში ყველა საგანში მიღებული ნიშნებით და დახასიათებით აგრძელებ სწავლას ამა თუ იმ უნივერსიტეტში.
2. ასევე არ მომწონს პრეზიდენტის ინსტიტუტი, გასაუქმებელია, ადრეც დავწერე, რაც შეეხება კანდიდატს, დიპლომები ოხრადაა, ერთგულება პრაქტიკულად არ "იშოვება", ამიტომ არ გამკვირვებია ეს არჩევანი" - წერს კუზანოვა.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად "ხალხის ძალის“ ლიდერი, ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.