გაასამართლეს ქალი, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილს კარადის უჯრაში თითქმის სამი წლის განმავლობაში მალავდა
ბრიტანეთში შვიდ ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს დედას, რომელიც მცირეწლოვან ქალიშვილს უჯრაში თითქმის სამი წლის განმავლობაში მალავდა. სასამართლოში განაცხადეს, რომ ქალი სამი წლის გოგონას თავის მეგობარ მამაკაცს და მის შვილებს უმალავდა.
”ჩემი აზრით, ის, რაც თქვენ გააკეთეთ, სრულიად ეწინააღმდეგება რწმენას. მოაკელით ბავშვს სათანადო სიყვარული, ყურადღება, სხვებთან ურთიერთობა, სწორი კვება, საჭირო სამედიცინო დახმარება”, - თქვა PA-ს მოსამართლე სტივენ ევერეტმა.
ბავშვი ქალის მეგობარმა მამაკაცმა შემთხვევით აღმოაჩინა - შინ დაბრუნებულს საძინებლიდან ხმაური მოესმა და სოციალური სამსახური გამოიძახა. გოგონა საძინებელში, ერთ-ერთი კარადის უჯრაში იპოვეს. იხილეთ სრულად