"დრო გარბის და სიყვარული რჩება. დღეს მე და ალე-ბალეს ექვსი წელი გაგვიხდა, რაც ქორწინებაში ვართ" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი?
ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"დღეს მე და ალე-ბალეს ექვსი წელი გაგვიხდა, რაც ქორწინებაში ვართ და შვიდი წელი, რაც ერთად ვცხოვრობთ. დრო გარბის და სიყვარული რჩება" - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
ერთ-ერთ ინტერვიუში ცისნამი ჰყვებოდა როგორ გაიცნო მომავალი ქმარი:
"ჩემი მეუღლე გავიცანი სამსახურის ინტერვიუზე. ის ახალ ასისტენტს ეძებდა დედამისისთვის. ძველი ასისტენტი პენსიაზე გავიდა. ქალბატონი ფილას როტშილდი ხუთ ორგანიზაციას მართავდა, მან დააარსა “დულა” - პროგრამა მოხუცი ადამიანებისთვის, რომლებსაც მარტოობაში უწევდათ გარდაცვალება და არავინ არ ჰყავდათ გვერდით.
ის იდგა და მათი ხელი ხელში ეჭირა სიკვდილის წინ. ერთმა მომაკვდავმა ფრანგმა ქალბატონმა სთხოვა, პარიზში წამიყვანეო, რადგან იქ ნატრობდა სიკვდილს და ის ქალბატონი პარიზში გადააფრინა. თავისი სურვილით, სიყვარულით ყველას ეხმარებოდა. ის იყო “სარა ლორენსის” უნივერსიტეტის საბჭოს წევრი. მთელი ნიუ-იორკი და “აფერ ისტ საიდი” პატივს სცემდა. პრინც ფილიპთან ერთად დააარსა “United Colleges.” საუბრობდა ოთხ ენაზე: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური. ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და ყველაზე მაღალი ჯილდოები აქვს აღებული ამერიკის პრეზიდენტებისგან. ასეთი ძლიერი ქალის ასისტენტობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ალექსანდრემ მე იმიტომ ამიყვანა, რომ იტალიურად სრულყოფილად ვსაუბრობდი და ორი უმაღლესის დიპლომი მქონდა. ასე დავიწყე დედამისთან მუშაობა.
ერთ-ერთ გადაცემაში მოყევით, რომ საბუთის გამო დაქორწინდით, იმის გამო, რომ ამერიკა არ დაგეტოვებინათ.
- იმ პერიოდში ტრამპი იყო პრეზიდენტი და თავის ამომრჩეველს დაპირდა ემიგრანტების გაყრას ამერიკიდან. ამ სიაში მეც მოვხვდი. ვინაიდან ალექსანდრეს არ უნდოდა რომ დედამისი მარტო დამეტოვებინა, აღფრთოვანებული იყო ჩვენი ურთიერთობითა და თანაცხოვრებით, ყველაფერი გააკეთა, რომ მე ამერიკაში დავრჩენილიყავი.
- როდის მოვიდა სიყვარული, დღეს რომ ვუყურებთ იდეალური ცოლ-ქმრობა გაქვთ, თუმცა აქამდეც გარკვეული გზა განვლეთ.
- სიყვარული ქორწინების შემდეგ მოვიდა. სიყვარულით არ დავქორწინებულვართ, თუმცა ასე დაუკითხავად და დაუფიქრებლად მეწვია ეს გრძნობა და დამაბრმავა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მამის ხელა კაცი თავდავიწყებით შემიყვარდებოდა. კარგმა ურთიერთობამ, სითბომ, ყურადღებამ, პატივისცემამ და დაფასებამ მოიტანა ეს ყველაფერი. მარტო მყოფ ქალს მეტი რა უნდა? - სითბო და ყურადღება. მარტივი არ იყო და არის ჩვენი ურთიერთობა, რადგან დღემდე ვიღებ საშინელ შეტყობინებებს ხალხისგან, რომ მე ახალგაზრდა გოგო ვარ და უფრო მეტს ვიმსახურებ, რომ ამ კაცთან მარტო ფულის გამო ვარ და სხვა არაფერი. ფული რომ არ ჰქონდეს არ გეყვარებოდაო. აი, რა იცით, თქვენ? - სიყვარულმა ეს ყველაფერი არ იცის. ისე ვარ მინდობილი ამ ადამიანს, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში მშვიდად ვიცხოვრებდი მასთან" - ამბობდა ემიგრანტი ქალი.