"დრო გარბის და სიყვარული რჩება. დღეს მე და ალე-ბალეს ექვსი წელი გაგვიხდა, რაც ქორწინებაში ვართ" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი? - კვირის პალიტრა

"დრო გარბის და სიყვარული რჩება. დღეს მე და ალე-ბალეს ექვსი წელი გაგვიხდა, რაც ქორწინებაში ვართ" - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი?

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"დღეს მე და ალე-ბალეს ექვსი წელი გაგვიხდა, რაც ქორწინებაში ვართ და შვიდი წელი, რაც ერთად ვცხოვრობთ. დრო გარბის და სიყვარული რჩება" - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

ერთ-ერთ ინტერვიუში ცისნამი ჰყვებოდა როგორ გაიცნო მომავალი ქმარი:

"ჩემი მე­უღ­ლე გა­ვი­ცა­ნი სამ­სა­ხუ­რის ინ­ტერ­ვი­უ­ზე. ის ახალ ასის­ტენტს ეძებ­და დე­და­მი­სის­თვის. ძვე­ლი ასის­ტენ­ტი პენ­სი­ა­ზე გა­ვი­და. ქალ­ბა­ტო­ნი ფი­ლას როტ­შილ­დი ხუთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მარ­თავ­და, მან და­ა­არ­სა “დულა” - პროგ­რა­მა მო­ხუ­ცი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც მარ­ტო­ო­ბა­ში უწევ­დათ გარ­დაც­ვა­ლე­ბა და არა­ვინ არ ჰყავ­დათ გვერ­დით.

ის იდგა და მათი ხელი ხელ­ში ეჭი­რა სიკ­ვდი­ლის წინ. ერ­თმა მო­მაკ­ვდავ­მა ფრან­გმა ქალ­ბა­ტონ­მა სთხო­ვა, პა­რიზ­ში წა­მიყ­ვა­ნეო, რად­გან იქ ნატ­რობ­და სიკ­ვდილს და ის ქალ­ბა­ტო­ნი პა­რიზ­ში გა­და­აფ­რი­ნა. თა­ვი­სი სურ­ვი­ლით, სიყ­ვა­რუ­ლით ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და. ის იყო “სარა ლო­რენ­სის” უნი­ვერ­სი­ტე­ტის საბ­ჭოს წევ­რი. მთე­ლი ნიუ-იორ­კი და “აფერ ისტ სა­ი­დი” პა­ტივს სცემ­და. პრინც ფი­ლი­პთან ერ­თად და­ა­არ­სა “United Colleges.” სა­უბ­რობ­და ოთხ ენა­ზე: ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, ფრან­გუ­ლი, იტა­ლი­უ­რი. ბევ­რი კე­თი­ლი საქ­მე აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ჯილ­დო­ე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტე­ბის­გან. ასე­თი ძლი­ე­რი ქა­ლის ასის­ტენ­ტო­ბა ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო. ალექ­სან­დრემ მე იმი­ტომ ამიყ­ვა­ნა, რომ იტა­ლი­უ­რად სრულ­ყო­ფი­ლად ვსა­უბ­რობ­დი და ორი უმაღ­ლე­სის დიპ­ლო­მი მქონ­და. ასე და­ვი­წყე დე­და­მის­თან მუ­შა­ო­ბა.

ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მო­ყე­ვით, რომ სა­ბუ­თის გამო და­ქორ­წინ­დით, იმის გამო, რომ ამე­რი­კა არ და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ.

- იმ პე­რი­ოდ­ში ტრამ­პი იყო პრე­ზი­დენ­ტი და თა­ვის ამომ­რჩე­ველს და­პირ­და ემიგ­რან­ტე­ბის გაყ­რას ამე­რი­კი­დან. ამ სი­ა­ში მეც მოვ­ხვდი. ვი­ნა­ი­დან ალექ­სან­დრეს არ უნ­დო­და რომ დე­და­მი­სი მარ­ტო და­მე­ტო­ვე­ბი­ნა, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბი­თა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ მე ამე­რი­კა­ში დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი.

- რო­დის მო­ვი­და სიყ­ვა­რუ­ლი, დღეს რომ ვუ­ყუ­რებთ იდე­ა­ლუ­რი ცოლ-ქმრო­ბა გაქვთ, თუმ­ცა აქამ­დეც გარ­კვე­უ­ლი გზა გან­ვლეთ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ მო­ვი­და. სიყ­ვა­რუ­ლით არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვართ, თუმ­ცა ასე და­უ­კი­თხა­ვად და და­უ­ფიქ­რებ­ლად მეწ­ვია ეს გრძნო­ბა და და­მაბრმა­ვა. ვე­რას­დროს ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი რომ მა­მის ხელა კაცი თავ­და­ვი­წყე­ბით შე­მიყ­ვარ­დე­ბო­და. კარ­გმა ურ­თი­ერ­თო­ბამ, სით­ბომ, ყუ­რა­დღე­ბამ, პა­ტი­ვის­ცე­მამ და და­ფა­სე­ბამ მო­ი­ტა­ნა ეს ყვე­ლა­ფე­რი. მარ­ტო მყოფ ქალს მეტი რა უნდა? - სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა. მარ­ტი­ვი არ იყო და არის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან დღემ­დე ვი­ღებ სა­ში­ნელ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს ხალ­ხის­გან, რომ მე ახალ­გაზ­რდა გოგო ვარ და უფრო მეტს ვიმ­სა­ხუ­რებ, რომ ამ კაც­თან მარ­ტო ფუ­ლის გამო ვარ და სხვა არა­ფე­რი. ფული რომ არ ჰქონ­დეს არ გეყ­ვა­რე­ბო­დაო. აი, რა იცით, თქვენ? - სიყ­ვა­რულ­მა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ იცის. ისე ვარ მინ­დო­ბი­ლი ამ ადა­მი­ანს, რომ ნე­ბის­მი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მშვი­დად ვი­ცხოვ­რებ­დი მას­თან" - ამბობდა ემიგრანტი ქალი.