"ჩემს მეუღლეს ცხრა თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა..." - რას ჰყვება ცისანა სეფიაშვილი ცხოვრების რთულ პერიოდზე?
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ, ცისანა სეფიაშვილი მესამედ დაოჯახდა. მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ასეთ სიყვარულს მთელი ცხოვრება ელოდა. ოთხი შვილის დედისთვის ოთო გიორგობიანზე მესამედ დაოჯახების გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა
- 4 დეკემბერს გახდება ერთი წელი რაც ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ. ასე ვიტყოდი, ეს არის ქორწინების და ბედნიერების ერთი წელი. მადლიერი ვარ ჩემს ცხოვრებაში რომ ოთო გიორგობიანი გამოჩნდა, რომელმაც ასე გაალამაზა და გაამარტივა, ასე დაამშვიდა და გააბრჭყვიალა ჩემი ცხოვრება.
ჩემს ცხოვრებაში საოცარი სიმშვიდეა. ყოველი გათენება სიხარულია, ყოველ წუთს ვგრძნობ მზრუნველობას, ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როდესაც ცხოვრებაში სიმშვიდე გაქვს. რაც დრო გადის მით უფრო ძვირფასი ხდება ჩვენი ურთიერთობა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ძალიან რთული 9 თვე გავიარეთ. ჩემმა მეუღლემ ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო და ამ ცხრა თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა. ჯერ ვიბრძოდით მის გადასარჩენად, შემდეგ კი მისი ფეხის გადასარჩენად. ეს ტრავმა შემთხვევითობის ბრალი იყო, არ უნდა ყოფილიყო არც ასეთი მოტეხილობა და არც განვითარება. წუთითაც არ დაგვიკარგავს იმედი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, ერთმანეთს ვაძლიერებდით. ამ რთულ მომენტშიც ერთი წუთითაც არ განელებულა ოთოს მზრუნველობა ჩემს მიმართ.
დღეს სირთულეები უკან ჩამოვიტოვეთ. სრულიად გამოჯანმრთელებისთვის გარკვეული პერიოდი მაინც არის დარჩენილი. უამრავი ადამიანი მედგა გვერდით, მათ შორის ჩვენი მოძღვარი მამა საბა, მამა ათანასე, მამა საბა. იხილეთ სრულად