"ჩემს მეუღლეს ცხრა თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა..." - რას ჰყვება ცისანა სეფიაშვილი ცხოვრების რთულ პერიოდზე? - კვირის პალიტრა

"ჩემს მეუღლეს ცხრა თვეში 23 ოპერაცია დასჭირდა..." - რას ჰყვება ცისანა სეფიაშვილი ცხოვრების რთულ პერიოდზე?

ცოტა ხნის წინ, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ორი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. მომ­ღე­რა­ლი ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ასეთ სიყ­ვა­რულს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ელო­და. ოთხი შვი­ლის დე­დის­თვის ოთო გი­ორ­გო­ბი­ან­ზე მე­სა­მედ და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა

- 4 დე­კემ­ბერს გახ­დე­ბა ერთი წელი რაც ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ვა­წე­რეთ. ასე ვი­ტყო­დი, ეს არის ქორ­წი­ნე­ბის და ბედ­ნი­ე­რე­ბის ერთი წელი. მად­ლი­ე­რი ვარ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რომ ოთო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი გა­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც ასე გა­ა­ლა­მა­ზა და გა­ა­მარ­ტი­ვა, ასე და­ამ­შვი­და და გა­აბრჭყვი­ა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დეა. ყო­ვე­ლი გა­თე­ნე­ბა სი­ხა­რუ­ლია, ყო­ველ წუთს ვგრძნობ მზრუნ­ვე­ლო­ბას, ყვე­ლა­ზე კარ­გი შეგ­რძნე­ბაა, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბა­ში სიმ­შვი­დე გაქვს. რაც დრო გა­დის მით უფრო ძვირ­ფა­სი ხდე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, ჩვენ ძა­ლი­ან რთუ­ლი 9 თვე გა­ვი­ა­რეთ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ ფე­ხის რთუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბა მი­ი­ღო და ამ ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 23 ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და. ჯერ ვიბ­რძო­დით მის გა­და­სარ­ჩე­ნად, შემ­დეგ კი მისი ფე­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად. ეს ტრავ­მა შემ­თხვე­ვი­თო­ბის ბრა­ლი იყო, არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო არც ასე­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა და არც გან­ვი­თა­რე­ბა. წუ­თი­თაც არ დაგ­ვი­კარ­გავს იმე­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბო­და, ერ­თმა­ნეთს ვაძ­ლი­ე­რებ­დით. ამ რთულ მო­მენ­ტშიც ერთი წუ­თი­თაც არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა ოთოს მზრუნ­ვე­ლო­ბა ჩემს მი­მართ.

დღეს სირ­თუ­ლე­ე­ბი უკან ჩა­მო­ვი­ტო­ვეთ. სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მა­ინც არის დარ­ჩე­ნი­ლი. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მედ­გა გვერ­დით, მათ შო­რის ჩვე­ნი მო­ძღვა­რი მამა საბა, მამა ათა­ნა­სე, მამა საბა. იხილეთ სრულად