ბარბარა სამხარაძემ 56 კილო დაიკლო - რას ჰყვება მომღერალი ცხოვორების განვლილ და ახლანდელ პერიოდზე? - კვირის პალიტრა

ბარბარა სამხარაძემ 56 კილო დაიკლო - რას ჰყვება მომღერალი ცხოვორების განვლილ და ახლანდელ პერიოდზე?

ბარბარე სამხარაძის გარდასახვა. მომღერალმა ბარიარტრიული ოპერაცია გაიკეთა და ერთი წლის თავზე 56 კილო დაიკლო, დეტალებზე კი "ნანუკას შოუში" ისაუბრა: გადაცემაში მომღერალმა "ნიჭიერში" გამოსვლის პერიოდი გაიხსენა, რომელმაც უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა:

"დაწყნარებულ გონებაზე რომ გავხედო, რისთვის გამოვედი მე ნიჭიერში?! - გამოვედი იმისთვის, რომ გამეგო ვმღერი, თუ არ ვმღერი, არაფრის კომპლექსი არ ყოფილა, ერთადერთი კომპლექსი შეიძლებოდა მქონდა - ჩაცმის, პროექტში მეორადებში ნაყიდი ტანსაცმლით გამოვედი".

წონების კლების შემდეგ ბარბარა ამბობს, რომ თავდაჯერებულობა იმატებს ასეთ დროს, რადგან საზოგადოება ხდება უფრო მიმღებლური, უხეშად რომ ვთქვათ, სიგამხდრე არის პრივილეგია.