რას ამბობს გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებაზე?! - "მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია..."
27 ნოემბერს "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამ ფაქტს ვლადიკავკაზის "ალანიაში" მისი ყოფილი მწვრთნელი რუსი ვალერი გაზაევი სიხარულით შეხვდა.
მან ყაველაშვილს ნამდვილი პატრიოტი უწოდა და აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა ნამდვილად არ ყოფილა.
"მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. ის "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო და თავი ყოველივე საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა.
ყაველაშვილი როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ "სიტიდან" მიიღო. შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მინდა, ამ პატრიოტ ადამიანს დიდი წარმატება ვუსურვო.