რას ამბობს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩზე - "ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ძირის გამოთხრისკენ" - კვირის პალიტრა

რას ამბობს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ელჩზე - "ორმხრივი ურთიერთობები გაღრმავებისკენ უნდა იყოს მიმართული და არა ძირის გამოთხრისკენ"

ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, რომელშიცაა წარმოდგენილი. მათი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე და არა ძირის გამოთხრისკენ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გერმანიის ელჩზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა განმარტა, როცა პარტნიორებს შორის ურთიერთობაზეა საუბარი, ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ერთმანეთის პატივისცემას, ქვეყნებს შორის კეთილგანწყობილ ურთიერთობებს.

„როდესაც სტრატეგიულ პარტნიორებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან პარტნიორებს შორის ურთიერთობები მიმართული იყოს სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსის დატვირთვაზე, ორმხრივ ურთიერთობებში გაღრმავებისკენ და არა ძირის გამოთხრისკენ.

ყველა ქვეყნის დიპლომატი, რომელიც საქართველოში იმყოფება და წარმოადგენს საკუთარ ქვეყანას, ვალდებულია პატივი სცეს იმ სახელმწიფოს, რომელშიც ისინი არიან წარმოდგენილები. მათი საქმიანობა მიმართული უნდა იყოს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაძლიერებასა და გაღრმავებაზე და არა ძირის გამოთხრისკენ. სამწუხაროა, როდესაც წარმოდგენილი დიპლომატების მხრიდან ვხედავთ, რომ პირიქით მოქმედებენ და არა იმისკენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყონ ხელი“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის,"ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა მინისტრს მიმართავს, საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მუშაობით დაინტერესდეს და მისი ქვეყნიდან გაწვევის პროცედურა დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი"