დღეს ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" სახელით ევროკავშირს მიმართავს
დღეს, 17:00 საათზე, „ქართული ოცნების" გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და სამთავრობო გუნდის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 18:00 საათზე, მმართველი გუნდის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირს განცხადებით მიმართავს.
"ინტერპრესნიუსი"