"ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი" - ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" განცხადებას ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი" - ნიკა გვარამია "ქართული ოცნების" განცხადებას ეხმაურება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ განცხადებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის 2028 წლამდე გადაწევის შესახებ ეხმაურება"

“ველოდით იანუკოვიჩს, მივიღეთ იანუკოვიჩზე ბევრად უარესი.

საქართველოს ხუნტამ, კობახიძის სახით, ღიად და ცალსახად უარი თქვა ევროკავშირზე და ნატოზე.

P.S. 9 მაისს რუსების პარადზე რომ არალეგიტიმური პრეზიდენტი იდგება, იმედია, ყველასთვის გასაგებია”, - წერს გვარამია.