"იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი"
იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა! დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.
მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა.
კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ -მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
"ინტერპრესნიუსი"