პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, კერძოდ კი, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა
პარლამენტის გვერდით შესასვლელთან, კერძოდ კი, ჭიჭინაძის ქუჩაზე დაპირისპირებაა.
აქციის მონაწილეებმა სკანდირებენ „რუსებო“ . პარალელურად, დემონსტრანტები პარლამენტის შენობის წინ აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას შეასხეს საღებავი.
სამართალდამცავები მობილიზებული არიან, როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე.
აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
"ინტერპრესნიუსი"